საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება

13 ივლისი 2024, 10:27 1045 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში