ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

22 ივლისი 2024, 11:18 381 ნახვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის პლატო ტურისტულად დატვირთული ტერიტორიაა. აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან, კახა ცერცვაძესთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

„ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, რასაც ემატება მაღალი ტემპერატურა. საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების მოწყობისას, საზოგადოების პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია. ნებისმიერმა დაუდევრობამ, შესაძლოა, ტყის ხანძრები გამოიწვიოს. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, კიდევ ერთხელ, მოუწოდეს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში