ჩრდილოეთ კორეაში კრიზისია

30 ივნისი 2021, 12:03 727 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის  კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დიდი კრიზისი შეიქმნა, რომელიც ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.  ეს განცხადება კიმ ჩენ ინმა კორეის შრომის პარტიის სხდომაზე გააკეთა. მან პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

ადგილობრივი მედია არ აკონკრეტებს, რა მოხდა ჩრდილოეთ კორეაში და რა რისკებზე საუბრობს კიმ ჩენ ინი.

ამ დრომდე ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა ცნობილია, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მკაცრი ზომებია დაწესებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი