ქედასა და შუახევში პროფესიული სასწავლებლები იხსენება. „ბლექსი“ ამ ეტაპზე ავტორიზაციას გადის, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტებშიც დაიწყებს სტუდენტების მიღებას.
ქედაში პირველ ეტაპზე მეფუტკრეობას, ხოლო შუახევში - ელექტროობასა და შედუღებას შეისწავლიან. პროგრამები ადგილობრივების მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა.
პარალელურად ბლექსი მსურველებს მომზადება-გადამზადების პროგრამასაც შესთავაზებს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით. სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში უფასოა.