ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

27 ივნისი 2021, 12:08 1828 ნახვა

ქედაში, სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის ტენდერი ქედის მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობას კაპიტალური რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს.

გარდა ამისა იგეგმება ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის პირველ სართულზე პოეტის შვილის- ზაზა ხალვაშის კინოსტუდიის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინტერნეტით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი