აჭარის უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანგარიშს ისმენენ. თინა ზოიძე დეპუტატებს უწყების მიერ გასული და მიმდინარე წლების საქმიანობის ანგარიშს აცნობს. ძირითადი აქცენტები პანდემიის პირობებში განხორციელებულ პროექტებზე გაკეთდება. როგორც ამბობს, დღეს ტურიზმის დეპარტამენტის მთავარი მიზანი არის პანდემიის მართვა და სწორედ ამ კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილებს ყურადღებას.