მინდა მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, რომ არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას - ლევან იოსელიანი

04 ოქტომბერი 2025, 19:48 208 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები დარჩეს კანონისა და კონსტიტუციის ჭრილში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მინდა მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, რომ არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას, არ გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე და ამავე დროს, მოვუწოდებ პოლიციას მაქსიმალურად დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება. ასევე, უზრუნველყოს მათი შეკრების თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ძალიან სამწუხარო პროცესებს ვადევნებთ თვალყურს. ამიტომ, ეს პროპორციულობა უნდა იყოს დაცული როგორც აქციის მონაწილეების მხრიდან, ისე საპოლიციო ძალების მხრიდან“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე