5-7 ათასი ადამიანი იყო ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს გამიჯვნა, თუმცა ვერავინ გაეპარება პასუხიმგებლობას - პრემიერი

05 ოქტომბერი 2025, 00:11 160 ნახვა

დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა, ადამიანები მივიდნენ აქციაზე, დაახლოებით იყო 5-7 ათასი ადამიანი იყო ხელისუფლების დამხობის აქციაზე, გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

„მარტივი ქრონოლოგიაა იმისა, თუ როგორ გაემიჯნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა, კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა. ეს იყო მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული ლიდერები, აქტივისტები და ა.შ. თუმცა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებს ბევრი დღე არ დასჭირდებათ კანონის აღსასრულებლად.

„ჩვენ ვვარადუდობდით, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე, თუ მოძალადეთა სამი პროცენტის იდენტიფიცირება მოხერხდა, დღეს გვაქვს იდენტიფიცირების მეტი რესურსი. აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელოდება მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. იყო ძალადობა, მათ შორის მონაცემებიც მინდა, გაგაცნოთ. კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა 15 პოლიციელს და აქციის 6 მონაწილეს. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, ამაზე კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული თითოეული წარმომადგენლით “, – განაცხადა კობახიძემ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე