ევროპის ჩემპიონატი

23 ივნისი 2021, 13:08 1322 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. ბოლო ტურის მატჩები ლონდონსა და გლაზგოში გაიმართა. ინგლისის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და რაჰიმ სტერლინგის გოლით 1:0 დაამარცხა. შოტლანდიის ნაკრებმა კი  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 1:3 დამარცხდა. ამგვარად, ინგლისის ნაკრებმა ჯგუფი 7 ქულით მოიგო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა,  . ამდენივე ქულით მე-3 ადგილზე გავიდა ჩეხეთი. რაც შეეხება შოტლანდიის ნაკრებს ევრო 2020-ს დაემშვიდობა. დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი