შემაჯამებელი ოქმი

16 ნოემბერი 2016, 00:00 3214 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 513 884 იყო. არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 825 054-მა ამომრჩეველმა. ვინც ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდნენ არიან: ""ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 477 053 ხმა, "დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიაცია" 88 097, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" კი 856 638 ხმა. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი პრეზიდენტმა უნდა ჩანიშნოს.  

ამავე კატეგორიაში