საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო

21 ივნისი 2021, 11:42 366 ნახვა

2021 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. უწყება დეტალურ ინსტრუქციას აქვეყნებს, თუ როგორ უნდა ამოიბეჭდოს საგამოცდო ბარათი.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველას, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება. 

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 25 საგამოცდო ცენტრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში