საპატრიარქო ბრიუსელში ვიზიტის შესახებ

16 ნოემბერი 2016, 00:00 2202 ნახვა

ნატოსა და ევროსტრუქტურებში, საქართველოს ეკლესიის შესახებ, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში, - აღნიშნულ განცხადებას, საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლება არ ხდება, აღნიშნულის მოტივად კი, დასავლური პოლიტიკა სახელდება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ევროკავშირის ქვეყნებში ეს საგანი სხვადასხვა ფორმით ისწავლება. განცხადებაში ასევე საუბარია, რომ საქართველოში გარკვეული ძალები ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის კონსტიტუციაში განსაზღვრას ეწინააღმდეგებიან. მოტივად კი, ევროინტეგრაციის პროცესისათვის ხელის შეშლას ასახელებენ. საპატრიაქროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტსა და წერილობით რეკომენდაციაშიც არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში ოჯახი განისაზღვრა, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. განცხადება სასულიერო პირების ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი