ბაიდენ-პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა

16 ივნისი 2021, 14:50 976 ნახვა

ლატვიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბაიდენს, პუტინთან შეხვედრაზე იყოს ხისტი.  ეგილს ლევიტსი   ამერიკელ  კოლეგას ურჩევს , პუტინს აგრძნობინოს,  რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ვაშინგტონი უპასუხოდ არ დატოვებს“. ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს უნდა აჩვენოს, რომ „აშშ ძლიერია და ნატო-სთან ერთად გაცილებით მეტი სამხედრო შესაძლებლობები აქვს, ვიდრე  რუსეთს“. 

ჯო ბაიდენს პუტინთან შეხვედრის წინ ევროპარლამენტარებც მიმართავენ და  აშშ-ის პრეზიდენტს,  მოუწოდებენ, პუტინი მოსალოდნელი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილოს. ტვიტერზე განთავსებულ  ვიდეოგზავნილში პოლონელი ევროდეპუტატი რადოსლავ შიკორსკი მოუწოდებს აშშ-ის ლიდერს, გადასცეს პუტინს, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს სხვა ქვეყნების შანტაჟს, მაშინ აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ წინააღმდეგ სანქციებს ხელახლა დააწესებს. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, დღეს ჟენევაში გაიმართება. 

რამდნიმე წუთის წინ რუსეთის პრენდენტი ჟენევაში ჩაფრინდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში