თურქეთში 13 მილიონზე მეტი ადამიანი სრულად არის აცრილი

14 ივნისი 2021, 14:37 1433 ნახვა

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების  34 მილიონამდე დოზაა გამოყენებული. ამ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო  ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თურქეთში, სადაც დაახლოებით 83 მილიონ 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის თითქმის მეოთხედს აქვს მიღებული, 13 მილიონ 700 ათასი   მოქალაქე კი სრულად არის ვაქცინირებული. თურქეთში, პანდემიის დაწყების შემდეგ  კოვიდ 19-ით ინფიცირების 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 48 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში