სადავო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის სადავო ფორმულირება- კანონმდებლები ისევ ვერ შეთანხმდნენ უნდა იყოს თუ არა დოკუმენტში ჩანაწერი, რომელიც მოქალაქეს მისცემს უფლებას გადაწყვიტოს შეეხოს თუ არა მას ამნისტია. ოპოზიციისთვის ,,ქართული ოცნების“ მიერ მომზდებული კანონროექტი ცალმხრივი აქტი და დაუსჯელობის დაკანონებაა. ,,ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტები არასწორად ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა და გასული წლების პრაქტიკა შეახსენა, რომ მსგავს საკანონმდებლო ინიციატივაში ყოველთვის იყო გაწერილი კონკრეტული პირობები. საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა ნიკა მელიამ. მიმართა ქართულ ოცნებას და თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლების დამარცხება ახლა მხოლოდ მათი, ვიწრო პარტიული ინტერესი არ არის.