„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში კიდევ ერთი აქცია გამართეს. მათ პროტესტი რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით და საყვირებით გამოხატეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება ვიდრე ხელისუფლება გუმათში განთავსებულ რკინის ჯებირებს არ აიღებს. მიზანი ჰესის მშენებელი კომპანია „ენკასთვის“ მუშაობაში ხელის შეშლაა.