ისრაელში ახალ მთავრობას კვირას უყრიან კენჭს

08 ივნისი 2021, 14:14 897 ნახვა

ისრაელის საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრას კვირას გამართავს.  თუკი ქნესეთი მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტული და არაბთა პარტიებისგან შემდგარ კოალიციას ნდობას გამოუცხადებს, ახალი მთავრობის ფიცის დადების ცერემონია იმავე დღეს გაიმართება და ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის 8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს „მომავლის პარტიის“ ლიდერს იაირ ლაპიდს დაუთმობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში