ჯო ბაიდენი მომავალ კვირაში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება

08 ივნისი 2021, 09:59 573 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჯო ბაიდენი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ზელენსკისა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ამასთანავე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი ივლისში თეთრ სახლში მიიწვია.

ჯო ბაიდენი მომდევნო კვირას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში თურქეთის ლიდერსაც შეხვდება.

ბაიდენი ერდოღანთან რეგიონულ საკითხებსა და ამერიკა-თურქეთის ურთიერთობას განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი