იგეგმება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება - ნათია თურნავას განმარტება

07 ივნისი 2021, 13:09 16530 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დადგეს დრო, როდესაც ე.წ. კომენდანტის საათი საერთოდ გაუქმდეს-ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, ჯერ სახმელეთო საზღვრები ახალი გახსნილია და რამდენიმე კვირა ეპიდვითარება დაკვირვებას საჭიროებს.

“საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული ადგილია, მაგრამ მცირე ქვეყანაა. დღეს რასაც ვუყურებთ, ტურისტების ქცევა შეიცვალა, უფრო ხანგრძლივი დროით შემოდიან და ეს გასაგებიცაა, რადგან გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვრების გადმოლახვა. აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონი მოიაროს. ჩვენ გვინდა, რომ უნიფიცირებული, ერთიანი წესი დავახვედროთ. ალბათ, დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვიმსჯელებთ ღამის შეზღუდვის გაუქმებაზე. იცით, რომ ეტაპობრივად ვამცირებთ დროს, მგონი ნელ-ნელა იქეთკენ მივდივართ, მაგრამ ჯერ ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვარი. რამდენიმე კვირა უნდა დავაკვირდეთ”, - განაცხადა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი