„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ - შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, შსს-მ ახალი პროექტი დაიწყო. მისი მიზანი დანაშაულის პრევენცია, ოპერატიული რეაგირება, სატრანსპორტო ნაკადების მართვა და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფაა. ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება. ამ მიზნით რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.