საპროტესტო აქცია გუმათში

02 ივნისი 2021, 17:32 969 ნახვა

გუმათში საპროტესტო აქცია გრძელდება. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ლითონის კონსტრუქცასთან არიან შეკრებილები. მანამდე კი საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში სამხარეო პოლიციის შენობასთან, სადაც დილიდან იყვნენ შეკრებილები ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერები, რომელსაც სამართალდამცავი უწყება   პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და  თავდასხმაში ადანაშაულებს. მუკბანიანი გუშინ სასაფლაოზე  სპეცოპერაციით დააკავეს. რიონის ხეობის მცველები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ადვოკატის განმარტებით, საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს გაფრთხილების ოქმი, დაკავებულს კი დაზიანებები აღენიშნება. ოჯახის ინფორმაციით,  ის დაკავებამდე არც დაკითხვაზე ყოფილა დაბარებული. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა გასროლასაც.  შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მუკბანიანი სასამართლოს განჩინებით დააკავეს, გამაფრთხილებელი გასროლა კი მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პოლიციას ადგილობრივებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში