საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 82 აჭარაში. გარდაცვლილთა ციფრი კი ისევ ორნიშნაა. კორონავირუსით ინფიცირებული 30 ადამიანი გარდაიცავალა ბოლო 24 საათში.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ამ დროისთვის აცრის გაკეთება მხოლოდ სინოვაკით, ასაკობრივ ჯგუფში კი ასტრაზენეკათია შესაძლებელი.
სინოვაკით იმუნიზაცია ქვეყანაში 24 მაისს დაიწყო, თუმცა ავტორიზაციის შესახებ დასკვნა ჯანმომ რამდენიმე საათის ხნის წინ გამოაქვეყნა.