ომბუდსმენი: წლებია, საქართველოში ბავშვთა უფლებები უმძიმესად ირღვევა

01 ივნისი 2021, 10:52 728 ნახვა

სახალხო დამცველი ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა სიმბოლურ დატვირთვას გასცდეს და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია მხარდამჭერი სერვისების არაეფექტიანობასთან, სახელმწიფოს დაგვიანებულ რეაგირებასთან, სოციალური და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების ხარვეზებთან. მისივე თქმით, საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ კვლავ არაერთგვაროვანია და ხშირად ბავშვები ძალადობის წინაშე პირისპირ რჩებიან.

ომბუდსმენის განცხადებაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველის  ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციებსაც გასცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი