ავარიული სახლი ერგეში

31 მაისი 2021, 12:51 1308 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ერგეში მიქელაძეების ოჯახი ადგილობრივი მერიიდან დახმარებას ითხოვს. ოჯახი დიასახლისი ამბობს,რომ სახლი მეწყერ საშიშ ზონაშია და ყოველდღიურად სახლის საძირკველი და კედლები იბზარება., ბზარებში კი გველების რაც კიდევ უფრო საშიშ ხდის მათ ყოველდღიურობას.  მათი თქმით, არაერთი საინჟინრო- გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე რომელშიც თანხაც გადაიხადეს მიმართეს ადგილობრივ მერიას, თუმცა უშედეგოდ. მერიაში ამბობენ, რომ ოჯახის მდგომარეობას იცნობენ და კიდევ ერთხელ შეისწავლიან. მერის თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესების შედეგად  800 მდე გეოლოგიური დასკვნა არსებობს, აქედან დაწყებულია 120 მეტი ფერდსამაგრის სამუშაოები,  რაზეც 5 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი