მსაჯთა გამოუცხადებლობის გამო ''დიდი 10-ის'' ნახევარფინალები ჩაიშალა

29 მაისი 2021, 17:41 1134 ნახვა

საქართველოს დიდი 10-ის ნახევარფინალური შეხვედრები ჩაიშალა. მიზეზი შეხვედრებზე მსაჯთა გამოუცხადებლობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით მსაჯების გაფიცვის მიზეზი სადისციპლინო კოდექსით განსაზღვრული პუნქტების არასრულყოფილად შესრულებაა.

მსაჯების თქმით მათზე გახშირებულია შეურაცხყოფის ფაქტები და ამაზე კი რაგბის კავშირის მხრიდან არასათანადო რეაგირებაა.

შეგახსენებთ, ნახევარფინალურ შეხვედრებში ბათუმს საკუთარ მოედანზე ''აკადემიისთვის'' უნდა ემასპინძლა, ხოლო ქუთაისში ''აია'' ყოჩებს დაუხვდებოდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში