დღეს ევროპის ჩემპიონატი კარატეში საზეიმოდ გაიხსნა. ასპარაზეობაში 35 ქვეყნის 1400 სპორტსმენი მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებმადე მსაჯებსა და მწვრთნელებს სპეციალური ტრენინგ-სემინარები ევროპის კარატეს ფედერაციის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. ჩემპიონატის პირველი დღე 13 წლამდე ასაკის სპორტსმენებს დაეთმოთ, დღეს კი შეჯიბრი, კატაში და კუბიტეში, 14-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარია.