აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის პრეპარატი "სოტროვიმაბი" დაამტკიცა. პრეპარატი 12 წელს გადაცილებულ პაციენტებში გამოიყენება, რომლებსაც სხვადასხვა თანმდევი დაავადება და გარდაცვალების რისკი აქვთ. პრეპარატს არ გამოიყენებენ იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას საავადმყოფოებში გადიან. კვლევების მონაცემებით, პრეპარატი ეფექტურია ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური, ინდური და აშშ-ში გამოვლენილი რამდენიმე ახალი შტამის მიმართაც.