საქართველოს პრემიერ მინისტრი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
''მინდა ეს დღე მივულოცო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ქვეყანას. ვულოცავ ეკლესიას, რომელის როლი იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია. ქართველ ერს უფლის რწმენა და იმედი ყოველთვის აძლიერებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის. მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და ერთგულება იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი მეომრის მუნდირს.
დღევანდელი დღეს განსაკუთრებულია იმ წვლევანდელებისათვის, რომლებმაც ფიცი დადეს და სამშობლოს ჯარისკაცები გახდნენ. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლისა და თავდადების შედეგია'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2024 წელს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რითაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს წინაპრების ევროპული ოცნების განსახორციელებლად.
„დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სიმბოლოს - გიორგი კვინიტაძის გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა. 30 წლის წინ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და არაერთი განსაცდელი გამოიარა. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და აშშ-თან.
ჩვენ ვქმნით უკეთეს პირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს პანდემიის დასაძლევად და ეკონომიკური აქტივობისთვის ახალი მუხტის მისაცემად. გავაგრძელებთ ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იქნება ევროპული და ევროატლანტიკური წევრის სრულფასოვანი ნაწილი'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.