საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

25 მაისი 2021, 15:00 936 ნახვა

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება -გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის და პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში. 

ასევე მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის პასუხით, თუმცა ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულები იქნებიან მომდევნო 72 საათი განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ ტესტირება.  კიდევ ერთი დაწესებული რეგულაცია შემსუბუქდა. 

ასევე პირველი ივნისიდან, შაბათ-კვირას კვების ობიექტებს სტუმრების მიღება დახურულ სივრცეებშიც შეეძლებათ.  

ძალაში რჩება სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ იუბილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი