მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაიკეტოს რუსთაველი და არ გაიხსნება იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები - ვარლამ გოლეთიანი

24 მაისი 2021, 18:40 925 ნახვა

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"გულწრფელ, სამართლიან ბრძოლას ვფიქრობ, აჰყვება მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით დედაქალაქი. ჩვენ ხვალ, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით უფრო მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს. გაცილებით მეტნი ვიქნებით, თუნდაც ამ მოედანზე. დავიძვრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს. ლოკაციას დღეს სპეციალურად არ ვასახელებთ და მოვაწყობთ პიკეტირებას. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი