განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო. 22-23 მაისს, 50 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა წარმატებით გაიარა ტრენინგი, რომელიც ახალ სასკოლო სახელმძღვანელოს - რა ვიცით პარლამენტის შესახებ? და მისი სწავლების მეთოდებს ეხებოდა.
სახელმძღვანელოს იდეა საქართველოს პარლამენტს და კერძოდ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ეკუთვნის, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდა.