მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური სტატისტიკით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამავე სტატისტიკის თანახმად კორონავირუსისგან 147.9 მილიონი პაციენტი განიკურნა, ხოლო ამჟამად ინფიცირებულია 15.5 მილიონი ადამიანი.
ვირუსს ჯამში 3.46 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.