ქედაში სოფლის მხარდაჭერისთვის ტენდერები გამოცხადდა. ქედის 64 სოფელში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითადად გარე-განათების ქსელის გაფართოება და შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა აირჩიეს. ასევე რამდენიმე სოფელმა წყლის და სადრენაჟო სისტემის და წისქვილის რეაბილიტაცია გადაწყვიტა.
შერჩეული პროექტების მიხედვით ქედის მერია 400 000 ლარამდე ბეტონის საფარისთვის, ხოლო 330 000 ლარზე მეტს გარეგანათების მოწყობისთვის დახარჯავს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, აჭარის მთავრობის მიერ, ქედის მუნიციპალიტეტისთვის 750 ათასი ლარია გათვალისწინებული.