ველომარათონი

22 მაისი 2021, 15:00 1089 ნახვა

ხულოში  სტარტი აიღო  სამოყვარულო ველომარათონმა. შეჯიბრში 25 სხვადასხვა ასაკის  ველომოყვარულია ჩართული, რომლებიც მოძრაობას ღორჯომიდან  მახოს ხიდამდე გააგრძელებენ. სპორტული ღონისძიება  მუნიციპალიტეტში პირველად ტარდება.

გამარჯვებულების დაჯილდოვება ხვალ ცენტრალურ ბულვარში მოხდება. საპრიზო ადგილზე გასულები ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში