კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფება

21 მაისი 2021, 10:25 2424 ნახვა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფება. ის სტუდენტებს შეხვდა და საზღვაო სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მხარეებმა სტუდენტების დასაქმებაზე, ასევე უსაფრთხოების ნორმების მნიშვნელობასა და მათ დაცვაზე ისაუბრეს.

ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმების შედეგად, ქართველ მეზღვაურებს მსოფლიოში 60 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლია საქმიანობა.

"შავის ზღვის დაკავშირება ევროკავშირის ქვეყნებთან არის ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტი. მეზღვაურობა ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ეს განათლება, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის ნაწილი ჩვენი თანამშრომლობის. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება, კვლავ ვიმუშავებთ ამ სფეროების განვითარებაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში