ჰამასმა რეკეტები ბეერ-შევას მიმართულებით გაუშვა

14 მაისი 2021, 17:57 1093 ნახვა

ისრაელის არმიის  ტანკებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს რამდენიმე პალესტინელის  მიმართულებით, რომლებმაც დღეს  სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა   სცადეს.  სროლის  შემდეგ ისინი ლიბანის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. საზღვარზე ახლა სიმშვიდეა აღდგენილი.

გუშინ ისრაელის მიმართულებით ლიბანის მხრიდან გრადის კლასის რაკეტები გაუშვეს. ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანიდან სამი რაკეტის გაშვება დაადასტურა.

ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის ქალაქ ბეერ სევას მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ განაცხადა. 

ჭურვები ადგილობრივი დროით 16 საათზე ღაზის სექტორიდან  ისრაელის არმიის ობიექტების მიმართულებით  გაუშვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში