ლიეტუვის მთავრობამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის „კოვიდ-19“-ის ვაქცინის 200 000 დოზა გამოყო, მათ შორის კი, 15 000 დოზა საქართველოსთვის იქნება განკუთვნილი, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„სიტყვა შევასრულეთ - მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ - უკრაინას 100 000 ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი ვაქცინა და მოლდოვას - 11 ათასი. ეს მცირე ნაბიჯია ლიეტუვასგან. იმედია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობით შემოგვიერთდებინ“, - წერს ლანდსბერგისი ტვიტერზე.