ბათუმში კობალაძის ქუჩაზე გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი იპოვეს 

14 მაისი 2021, 09:49 18022 ნახვა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მეზობლების თქმით, სავარაუდოდ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მაღალი სართულიდან გადმოხტა ან გადმოვარდა.

შემთხვევა დილით 6 საათზე მოხდა. 

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ მე-19 სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილია ქალიც. ის 26 წლის იყო და ბოლო რამდენიმე თვეა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა. 

გარდაცვლილის მეგობრები, რომლებიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი წამებითაა მოკლული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი