შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.