ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ დღეს მორიგ სხდომაზე დაამტკიცა.
მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს.
სხდომაზე ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ წარადგინა.
პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 64,399.5 ათასი ლარი;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 266,036.6 ათასი ლარი;
- ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 42,462.4 ათასი ლარი;
- განათლება - 50,584.1 ათასი ლარი;
- კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 32,163.7 ათასი ლარი;
- ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 29,327.5 ათასი ლარი;
- ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 818.6 ათასი ლარი;
- მუნიციპალური სერვისების განვითარება - 14,207.6 ათასი ლარი.
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი