როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, მანდატის შეწყვეტაზე პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო - მამუკა მდინარაძე

25 ნოემბერი 2024, 17:04 107 ნახვა

ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომლითაც გიორგი ვაშაძის მიერ მანდატის გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ პიროვნულ დონეზე არეულობა აქვთ.

„ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო. მეც კი გამჩენია შეგრძნება, რომ რაღაც არეულობაა. პიროვნულ დონეზე მათ არეულობა აქვთ. საცერივით არის მათი ინფორმაციები, გაჟონვა-გამოჟონვა სადმე თუ ხდება, მათ გუნდში ხდება. ამ გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ პიროვნულ დონეზე, შესაძლოა ზედმეტიც არ იყოს რომ ვერ იტანენ ერთმანეთს, დიდი განხეთქილება აქვთ.

არ დაიჯეროთ, მათ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ელემენტარულ დონეზე არ აქვთ. ერთი დაწესებულებიდან მეორეში ისე ვერ გადავლენ, პატრონებს რომ არ შეეკითხონ. მეცოდებიან, ასეთი თავისუფლების შეზღუდვა, რაც მათ აქვთ, ერთადერთია, რამაც შესაძლოა ეს ხალხი შეგაცოდოს. ხაზარაძე და გახარია 9-ჯერ გამოვიდნენ სალომე ზურაბიშვილისგან, რათა შეკითხოდნენ პატრონებს: „რა ვქნა“, „რა ვუპასუხო“, „თქვენი როგორ ამბობს“...გახსოვთ, 2 დღეში რამდენჯერ შევიდნენ და გამოვიდნენ? რაში სჭირდებოდათ...ჩვენ ხომ პიარს გვიგორებდნენ ივანიშვილს ეკითხებიან ყველაფერსო, რა თქმა უნდა, უპირატესად ვითვალისწინებთ, გასაგებია მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების ხარისხი. გამოვდიოდი და ასე ვრეკავდი?! 9-ჯერ გამოვიდნენ დღე-ნახევარში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან, იქიდან დაერეკათ, ერთი პატრონის ქვეშ არ იყვნენ? არავითარი დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება არ აქვთ“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ცოტა ხნის წინ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში