ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით განისაზღვრა

25 ნოემბერი 2024, 12:03 129 ნახვა

ბათუმის საკრებულომ 2025 წლის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი თითქმის ნახევარი მილიარდია. როგორც მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახუროს უფროსმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის მანძილზე ბიუჯეტის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ინფრასტრუქტურა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სატრანსპორტო სისტემის, საბაზისო და კომუნალური სისტემის განვითარება, ჯანდაცვა, განათლება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც მომავალ წელს მუნიციპალიტეტი თანხებს დახარჯავს.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, თანხები ასე განაწილდა:

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – 266,036,600 ლარი;
  • ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით – 29,327,500 ლარი;
  • განათლებისთვის – 50,584,100 ლარი;
  • კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 32,163.700 ათასი ლარი;
  • ეკოლოგია და რეკრეაციისთვის – 42,462,400 ლარი;
  • მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის – 14,207,600 ლარი.
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში