პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2024, 10:47 97 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.

„რაც შეეხება პრეზიდენტს არჩევას - პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი