12 წელი აჭარაში განვითარებული მოვლენებიდან

06 მაისი 2016, 00:00 5060 ნახვა

2004 წლის 6 მაისს აჭარაში განვითარებული მოვლენებიდან 12 წელი გავიდა. საზოგადოების რამდენიმედღიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე გადადგა და საქართველოდან რუსეთში გაემგზავრა. აჭარაში მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აბაშიძის ბრძანებით ქაქუთის და ჩოლოქის ხიდები ააფეთქეს და რეგიონი დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციაში მოექცა. 

ამავე კატეგორიაში