ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია, გთხოვთ აიცრათ როცა თქვენი ჯერი დადგება - ჯანმოს ხელმძღვანელი

13 მაისი 2021, 10:14 703 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა. 

„დღეს მოვიდა ჩემი რიგი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაქცინის ყველა ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩატანა. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ აიცრათ, როცა თქვენი ჯერი დადგება“, - წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი „ტვიტერზე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში