ისრაელის კონფლიქტზე დღეს გაერო შეიკრიბება

12 მაისი 2021, 11:55 1090 ნახვა

მთავრობა ყურადღებით აკვირდება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს, საქართველო გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ-ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად არის შეშფოთებული ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის შექმნილი ვითარებით. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. მხარეებს იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაერო. დღესვე გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატებიც და სიმშვიდის მოწოდებით გამოდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში