ვაქცინაციის პროცესი - აჭარაში აცრილია 6032 ადამიანი

11 მაისი 2021, 18:06 911 ნახვა

რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6032-მა მოქალაქემ  უკვე გაიკეთა, მათ შორის ''ფაიზერი'' 3 174 ,  ''ასტრაზენეკა'' 1 771-მა, ხოლო ''სინოფარმი' 1087- ადამიანმა. 3000-ზე მეტ მსურველს კი "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის ვიზიტი დაჯავშნილი აქვს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  დღეის მდგომარეობით ყველაზე  აქტიურად "სინოფარმზე" ვაქცინაცია მიმდინარეობს  და პროცესი ხორციელდება 9 სამედიცინო დაწესებულებაში.

რეგიონის მასშტაბით "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია ხორციელდება 3 სამედიცინო დაწესებულებაში, "ფაიზერით" კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც 15 მაისს მთავრდება.

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის პროცესში  დამატებით სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას გეგმავს.   აჭარაში  ვაქცინაცია 8 კლინიკაშია შესაძლებელი.

ჩინური ვაქცინით აიცრნენ დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი