სოფელ გოგიაშვილების მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას კვლავ ეწინააღმდეგება, ამბობენ, რომ ელექტრომაგნიტური ველების გავრცელება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზეგავლენას ახდენს. მათ პრეტენზიებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში უპასუხეს.