ვიმსჯელებთ "ასტრაზენეკაზე" ასაკის დაწევის საკითხსა და "სინოვაკის" ადმინისტრირების დაწყებაზე

11 მაისი 2021, 12:57 884 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს "ასტრა ზენეკაზე" ასაკის დაწევის საკითხსა და "სინოვაკის" ადმინისტრირების დაწყებაზე.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეს მოთხოვნა ჭარბობს მოწოდებას და როგორმე ეს უნდა დაბალანსდეს.

"მეტს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ  ვაქცინას. ამიტომ საჭიროა მეტად გავაინტენსიუროთ. დღეისთვის ავიყვანეთ 161 ბრიგადაზე, მაგრამ ზოგიერთი ბრიგადები, განსაკუთრებით რაიონებში არ მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში, არის კვირაში 3-4 დღე. დღეს დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გაიზარდოს 7 დღიან სამუშაო რეჟიმში. გვინდა წახალისება მივცეთ სპეციალისტებს, მათ ვინც მუშაობენ. თვის ბოლომდე უნდა ავიდეთ 200 ბრიგადამდე. ივნისის ბოლომდე 300-მდე უნდა იყოს ეს ბრიგადა. ამას უნდა მოყვებოდეს ვაქცინის შესაბამისი მარაგი"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს განიხილება უკვე 100 000 "სინოვაკის" დოზის ამუშავება. რადგან რამდენიმე პარამეტრი და არგუმენტი ამისთვის არსებობს, რასაც დღეს ის საბჭოზე წარადგენს. პირველი ის, რომ ის არის ავტორიზაციის პროცესში და განხილვა მალე იქნება.

"სინოვაკი" ავტორიზირებულია 32 ქვეყანაში და 170 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული და ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში.

ამაზე იმსჯელებს საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას "სინოვაკით" ვაქინაციის დაწყების ან ავტორიზაციის დალოდების თაობაზე"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი