აფეთქება იაპონიაში. ფუკუშიმაში ქიმიურ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. დაშავდა 4 ადამიანი, მათგან ერთმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ქარხანაში 18 თანამშრომელი იმყოფებოდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, თუთიის ოქსიდის წარმოების დროს გაჩნდა. მომწამვლავი აირები ჰაერში არ დაფიქსირებულა.